პენტაგონი ანკარას მოუწოდებს სამხედრო ოპერაცია სასწრაფოდ შეაჩეროს

პენტაგონი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სირიაში „თურქეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცნენ“.

ვაშინგტონი მოუწოდებს ანკარას, სასწრაფოდ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია.

„კობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცნენ. აფეთება მოხდა რამდენიმე ასეულ მეტრში უსაფრთხოების ზონიდან, სადაც თურქებმა იციან, რომ შეერთებულ შტატებს თავისი ძალები ჰყავს განთავსებული“, – ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, თურქეთის თავდაცვის უწყებამ ზემოთხსენებული ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი