საბერძნეთის ეკლესიის სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

ბერძნული წყაროების ინფორმაციით, სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს მიიღო.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს 2019 წლის იანვარში მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია პირველია, რომელმაც ამ ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი