10-დან 29 აპრილამდე, პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება 18 წლის ასაკიდან იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც ახალ მოწმობებს არ ფლობენ და პირველად იღებენ.
აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან გათავისუფლდებიან.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
სამინისტროს ცნობით, აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირებაა.