ჩხოროწყუში ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. კულტურის სახლში კი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა აცხადებს, რომ დაბა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რათა ქალაქის სტატუსი მიენიჭოს.

“ჩემი მრჩეველთა საბჭო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე, აწარმოებდნენ კონსულტაციებს მოქალაქეებთან და ახლა ეს ინიციატივა შევა საკრებულოში განსახილველად, დამტკიცების შემთხვევაში კი გადაეგზავნება რეგიონული განვითარების სამინისტროს, შემდეგ კი მტავრობამ შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება”, – აცხადებს გოგუა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი