შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა 1966 წელს დაბადებული ბ.თ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 ივლისს ჯვარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოპარა. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.