პრეზიდენტი: “რთულია, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს, დაეხმარო შენს მოქალაქეებს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში .

პრეზიდენტის განმარტებით, ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის.

„ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი