პოლონეთი აქტიურად ცდილობს უკრაინის ტერიტორია მიითვისოს – სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი პოლონეთთან ვერანაირი მოლაპარაკების გზას ვერ ხედავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პოლონეთის პოლიტიკოსები აქტიურად ცდილობენ უკრაინის ტერიტორია მიითვისონ.

„იცით, მიჭირს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსზე კომენტარის გაკეთება, ისევე როგორც უკრაინელ პოლიტიკოსებზე. პოლონეთისა და ზოგიერთი მისი მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებების ფონზე, ალბათ მათ უნდა ვურჩიოთ, დაიწყონ და კარგად ისწავლონ თავიანთი ისტორია.

მათ შორის, იმ მოვლენების შესწავლა დაიწყონ, რაც პოლონეთის ისტორიაში დევს. მანამდე კი, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მოლაპარაკებების გზას პოლონეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. პოლონეთის პოლიტიკოსები აქტიურად ცდილობენ უკრაინის ტერიტორია მიითვისონ”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი