შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.

დამატებითი დეტალები და დაჭრის მოტივი ამ დროისთვის, უცნობია.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი