პოლონეთში ზუგდიდელი ახალგაზრდა დაიღუპა

27 წლის ლაშა კალანდია პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, ის ვარშავაში სწავლობდა და შემდეგ მუშაობაც დაიწყო. მათი თქმით, ლაშა კალანდიას კომპანია ჰქონდა, სადაც საქართველოდან წასულებს ასაქმებდა, სამუშაოზე ანაწილებდა.

“გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. არსებული ინფორმაციით, საჭეს სხვა მართავდა“, – ამბობს მეზობელმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი