ოთხი დღით რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ოთხი დღით რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი