ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ერთი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ 1 წლის ბავშვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ პალატებში სამი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

„ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით ჩვენთან შემოყვანილია სამი პაციენტი – 2 წლის გოგონა ფოთიდან, 63 წლის ქალი ფოთიდან და 57 წლის მამაკაცი ზესტაფონიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი