ფოთში გამოკვლეული 15 მძღოლიდან კორონავირუსი არც ერთს აღმოაჩნდა

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 15 პირის კვლევის შედეგი ცნობილია. კვლევით დადგინდა, რომ არც ერთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„ფოთში 15 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები არიან. არც ერთს არ აღმოაჩნდა „კოვიდ-19“. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი