ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება მიყენებული ზარალის დათვლა. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება.

მისი თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ზარალს აღწერს და აღნიშნული ზარალი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

ფოთში, დღეს დილით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დატბორილი იყო ცენტრალური ქუჩები და ეზოები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულშიც შეაღწია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი