სოფელ ჭალადიდში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ხობის, სოფელ ჭალადიდში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი