პრემიერი – კორცხელის ინციდენტი დიდი შეცდომა იყო და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კორცხელის საკითხთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან  დაკავშირებით განხილვა სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანების უსაფრთხოების საკითხის დარეგულირებისთვის პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება.

„ასეთი საქმეები აღქმებსა და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული. არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ამ გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რაიმე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი