პრემიერი: ,,უახლოეს დღეებში ხელს მოვაწერთ კონტრაქტს რის შემდეგაც ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება” [Video]

საქართველოს-პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება კონტრაქტს, რომლის შემდეგაც ანაკლიის პორტის ინვესტორები მშენებლობის პროცესს დაიწყებენ.

“სამ წელიწადში დღეიდან ანაკლიაში დასრულდება, პირველი ფაზა პირველი ღრმაწყლოვანი პორტისა საქართელოში, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე კონტრაქტს ვაწერთ ხელს რომლის მიხედვთაც უკვე ინვესტორები დაიწყებენ მუშაობას” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებ, რომ გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის პირველი ფაზის შესაძლებლობები იქნება 900 000 კონტეინერამდე იქნება წელიწადში.

პორტის მშენებლობის ეტაპზე 3400 ადგილობრივი დასაქმდება, დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2014 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადა. ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” (Anaklia Development Consortium) მიმდინარე წლის 5 თებერვალს გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი