პრემიერი ზუგდიდში მერობის კანდიდატებს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი, ხვალ 16 სექტემბერს, ზუგდიდში, სამეგრელოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს.

კანდიდატების წარდგენა ზუგდიდის მთავარ მოედანზე, 16:00 საათზე გაიმართება.

2017 წლის თვითმმართველოს არჩევნებში, ზუგდიდის მერობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ლაშა გოგია დასახელდა. ფოთის მერობის კანდიდატი ბიზნესმენი გოჩა კურდღელიაა. სენაკში კი კენჭს ლევან კუპრეიშვილი იყრის.

მარტვილის მერობის კანდიდატი მოქმედი გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა იქნება. მოქმედ გამგებელს წარადგენს პარტია ხობშიც, აქ მერობისთვის გოჩა ქაჯაია იბრძოლებს. წალენჯიხის მერობის კანდიდატი, ასევე მოქმედი გამგებელი ბესიკ ფარცვანიაა, ჩხოროწყუში კი მმართველმა პარტიამ დავით გოგუა წარადგინა, რომელიც ასევე მოქმედი გამგებელია.

რაც შეეხება აბაშას, გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი შეიცვალა და მას პარტია ხვალ დაასახელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი