ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის  დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა. მშენებლობის ნებართვას ხელი უკვე მოეწერა, ისტორიული თეატრის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელში დასრულდება. ამის შესახებ თეატრის 149-ე სეზონის  გახსნის ცერემონიალზე ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ განაცხადა.

„ბედნიერი ვარ რომ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს მე გაცნობებთ, დღეს ხელი მოეწერა და ვიწყებთ ზუგდიდის ისტორიული თარტის სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. ახალ თეატრს ექნება  ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე დარბაზი კი 130 მაყურებელზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო – გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა, რისთვისაც  4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს ჩვენი თეატრისთვის ახალი სიცოცხლეა და მიხარია, რომ წლობით არსებული პრობლემა გვარდება. გილოცავთ ყველას ამ ძალიან სასიხარულო ამბავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს ფონდი “ქართუ”, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ, ბიძინა ივანიშვილს, მადლობა კულტურის სამინისტროს და ზუგდიდის მერიას გაწეული სამუშაოებისთვის. მადლობა თეატრის თითოეულ თანამშრომელს მოთმინებისთვი და გამძლეობისტვის. ორ წელიწადში ჩვენ ერთად დავესწრებით პრემიერას ახალ თეატრში” – განაცხადა ლაშა გოგიამ ზუგდიდის თეატრის 149-ე სეზონის გახსნის ცერემონიალზე.

რის შემდეგაც ლაშა გოგია სპექტაკ “თოლიები და მისი დემონი”-ს პრემიერას დაესწრო

კომენტარები

დატოვე კომენტარი