პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიული გარემოში ჩაიარა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

“არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ ის ხარვეზები რაზეც  ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არამედ მეორე ტურზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი