პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ხელს პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოაწერს.

“გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას. ასე რომ, ვერავინ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები.

გადაწყვეტილება არის მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე ვერაფერს გადავწყვეტდი”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა “TV პირველთან” საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი