პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. მიშველაძე ჟურნალისტებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა.

”დღეიდან ქალბატონი ეკა დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად და იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა თქვენთან. მას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება და ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის გუნდისა და ადმინისტრაციისთვის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ეკამიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

”მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციას ასეთი ნდობისთვის. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, ახლა ჩვენი თანამშრომლობა ახალეტაპზე გადავა. იმედი მაქვს, ისეთივე მჭიდრო, კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულებ აგვექნება, როგორიც გვქონდა წლების განმავლობაში”, – აღნიშნა მიშველაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი