ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 1 და 2 ივლისს ჩააბარებენ.

4-5 ივლისს ჩატარდება გამოცდები ზოგად უნარებში, 6-7 ივლისს ინგლისურ ენაში. 6 ივლისს რუსულსა და ფრანგულ ენებში, 7 ივლისს რუსულსა და გერმანულ ენებში, 8 ივლისს სამოქალაქო განათლებაში, 11 ივლისს ქიმიაში, 14 ივლისს მათემატიკაში, 15 ივლისს გეოგრაფიაში, 18 ივლისს ისტორიაში, 19 ივლისს ლიტერატურაში, 20 ივლისს ბიოლოგიაში, 21 ივლისს კი ფიზიკაში, ასევე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

როგორც ცნობილია, წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი