ქალაქ ზუგდიდში ძიუდოს ტურნირი გაიმართა

 

ქალაქ ზუგდიდში ძიუდოში მერიის თასზე ტურნირი გაიმართა.

ტურნირი სპორტკომპლექსის შენობაში ჩატარდა და მასში რეგიონის ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.

მერიის თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს: აქუბარდია იპოლიტემ (42 კგ წონითი კატეგორია), კუტალია ლუკამ – (34კგ წონითი კატეგორია).


მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ: ფიფია ლუკა (+55 წონითი კატეგორია), გაგუა ილია (38 კგ წონითი კატეგორია).
ჭანტურია დავითი მესამე ადგილის მფლობელი გახდა- (66 კგ წონითი კატეგორია), მესამე ადგილი დაიკავეს აგრეთვე გაბისონია ირაკლიმ (50კგ წონითი კატეგორია), გიორგი ვახანიამ ( 50 კგ წონითი კატეგორია), გიორგი ჯაფარიძემ ( +55 წონითი კატეგორია) .

ზუგდიდის ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმა ტურნირზე მეორე ადგილი მოიპოვა. 

გამარჯვებული  სპორტსმენები სპეციალური პრიზებით და მედლებით  დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი