ქართველი მორაგბეები რუსულ კლუბ “სლავაში” თამაშს განაგრძობენ

ქართველ მორაგბეები რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსულ კლუბ “სლავაში” თამაშს განაგრძობენ. როგორ სოციალურ ქსელში ბროძელი წერს, საქართველოს რაგბის კავშირი რუსეთის რაგბს მიზეზის გასარკვევად დაუკავშირდა და შესაბამისი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნა მიღებული.

“აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩა სვანიძემ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო. მესამე პირები ინტრიგის გზით ცდილობდნენ სოლიდარობის ჟესტისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემას.. კლუბ “სლავას” ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს”, – წერს რაგბისტი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რეზი ბროძელმა მატჩის დროს, ქართველმა მორაგბეებმა ლელო თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. სწორედ ეს გახდა მისი და თანაგუნდელის რუსული კლუბიდან გარიცხვის მიზეზი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი