რეგიონებში თერმული ნისლით ფართობების დამუშავება გრძელდება

დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის გამოყენებით ფართობების დამუშავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წამლობების პროცესში, ჩართულნი არიან მეფუტკრე ფერმერები და  ღონისძიებები მათთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ფუტკარი.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ინფორმაციით,  საკარმიდამო ტერიტორიები თერმული ნისლის მეშვეობით შეიწამლა, დასავლეთ საქართელოს რეგიონების შემდეგი სოფლები:

სამეგრელოს რეგიონი – სენაკის მუნიციპალიტეტის დიდი ხორშის, სირიაჩქონის და ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულები.

ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, შავღელეს, ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულები.

იმერეთის რეგიონი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხრაწყარო.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.

დღეს, ხობის მიუნიციპალიტეტში, თერმული ნისლის ღონისძიებებს,  ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგნეტოს წარმომადგენლები, მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები  ადგილზე გაეცნენ.

დღეის მონაცემებით, აჭარაში, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგონებში, თერმულის ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 2010 ჰა ფართობი. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებზე წერტილოვანი შეწამვლა განხორციელდა 10 522 ჰა ფართობზე. ამ დროისთვის, განთავსებულია 50 ათასზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, და 3074 ათასი მონიტორინგის ფერომონი.

ცენტრის ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

კომენტარები

დატოვე კომენტარი