საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამ დროისთვის 67 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული. პროექტების საერთო ღირებულება 29 564 316 ლარს შეადგენს.
სწორედ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები მიმოიხილა, დღეს გამართულ სამუშაო თათბირზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა. ლევან შონია რეგიონის მერებს, გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა წლის განმავლობაში პროექტების და თანხის ოდენობა გაიზრდება.
,,მაქსიამალურად მიაქციეთ ყურადღება სამუშაოების შესრულებას, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ყველა პროექტი, რადგან არ იყოს არცერთი ნაკლოვანება. პროექტების განხორციელების დროს აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ეს პირდაპირ ჩასმული უნდა იყოს მოთხოვნებში, ჩვენთვის უმთავრესია ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული. ყველა პროექტი რასაც განვახორციელებთ უნდა იყოს სანიმუშო” – განაცხადა სამუშაო შეხევდრაზე გუბერნატორმა.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და მოადგილესთან ერთად ესწრებოდა.