ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელი ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს, ზუგდიდის რაიონის გამგეობის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ რობერტ გამისონიას ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა და ის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მეორე დაკავებული პირი კი, რომელიც გამისონიასთან ერთად იმყოფებოდა და არსებული ინფორმაციით, მისი ნათესავია, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 260-ე მუხლითაა აღძრული.

“Newsportal.ge” ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიასაც დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ რობერტ გამისონია გამგეობის მოქმედი თანამშრომელია და განგვიმარტა, რომ საქმეში დეტალურად გაერკვევა და კომენტარს შემდგომ გააკეთებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი