რიონში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მდინარე რიონთან, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი