საქართველოს პრემიერ-მინისტრმის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად.
ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტიდ ატვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქევშ მყოფის ჯანმრთელობის მდგაომარეობა მძიმეა.