რულოვსის განცხადებით, კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც დარწმუნდა, რომ ძალადობა აღარ იქნება

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ის ძალადობა რაც მისი მეუღლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა აღარ განმეორდება. რულოვსი მიხეილ სააკაშვილისგან მირებულ პირობაზე საუბრობს.

“მიშას ვუთხარი, თვალებში რომ შეგხედავ, ნამდილად უნდა ვიცოდე, რომ რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება და დამიჯერეთ აქ არ ვიდგებოდი, რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ძალადობის განმეორება ნამდვილად არ იქნება” აცხადებს ყოფილი პირველი ლედი.

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. შესაბიმის განცხადება, მან მოსახლეობასთან კორცხელში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ექს-პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად კორცხელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იმყოფებიან.

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში რულოვსის კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაიაა. სხვა პარტიებს ჯერ კანდიდატი ზუგდიდის რაიონის საარჩევნო ოლქში არ წარუდგენიათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი