საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. გავრილოვი რუსეთის დუმის დეოუტატია “კომუნისტური პარტიიდან“.
საქართველოს პარლამენტში სხვა რუსი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.
საბოლოოდ რუსმა დეპტატებმა პარლამენტის შენობა ხმაურის ფონზე დატოვეს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა.
ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო.საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს.