რუსი უფლედამცველები ტურისტებისთვის აფხაზეთის „შავ სიაში“ შეტანის წინადადებით გამოდიან

უფლებადამცველი ორგანიზაცია „რუსკი გოლოსის“ წევრებმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებას წინადადებით მიმართეს, „აფხაზეთი რუსი მოქალაქეებისთვის არასასურველი ქვეყნების სიაში შეიტანოს“, – ამის შესახებ “რადიო ათინათი” “სვაბოდნაია პრესაზე” დაყრდნობით წერს.

ორგანიზაცია აფხაზეთში მცხოვრებ რუს მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც „რეიდერობის“ და მსგავსი დანაშაულების შედეგად დაზარალდნენ. მას მოსკოველი მეწარმე მიხაილ პანოვი ხელმძღვანელობს, რომელმაც, გამოცემის ცნობით, 2010 წელს რესპუბლიკის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩდება გადაწყვიტა და სოფელ ლიხნიში პლასტიკის მილების მწარმოებელი ქარხანა ააშენა, თუმცა მალევე, აფხაზი ძალოვანების და მოხელეების მხრიდან რეიდერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

უფლებადამცველები თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ აფხაზეთი უკიდურესად დაძაბული შიდაპოლიტიკური და კრიმინოგენული სიტუაციით გამოირჩევა.

„აფხაზეთში ჩასული ტურისტები მუდმი საფრთხის ქვეშ არიან. დამსვენებლების, დაახლოებით, მესამედს ძარცვავენ და ხშირად ავტომობილებსაც ჰპარავენ… საკმარისია, გავიხსენოთ, მოსკოველი ბიზნესმენის ანდრეი კაბანოვის მკვლელობა, რომელიც სოფელ პრიმორსკოეში ისვენებდა, როდესაც მის ოჯახს ბანდიტები დაესხნენ თავს… სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობის ნაწილს მასიურად აქვს წვდომა იარაღთან და სამართალდამცავ ორგანოებში კი ტოტალური კორუფციაა გამეფებული“, – აცხადებენ „რუსკი გოლოსის“ წარამომადგენლები.

ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალური სურათი, სრულიად საწინააღმდეგოა: რუსეთის ხელისუფლება გეგმავს სუფსიდიების განახორციელოს სამგზავრო გადაზიდვების სფეროში, სოჭი – აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო აფხაზმა პრემიერ – მინისტრმა ვალერი ბგანბამ პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „აფხაზეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტორებმა 6 მილიარდი რუბლი ჩადეს“.

თავის მხრივ, „სვობოდნაია პრესას“ ექსპერტები გამოდიან წინადადებით, ინვესტორთა თანხები აფხაზეთში ახალი ციხის მშენებლობაში ჩაიდოს, ხოლო ამ დროის განმავლობაში, მსჯავრდებულები რუსეთში გადაიყვანონ. მათი შეფასებით, ეს ზომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კრიმინოგენულ სიტუაციას რესპუბლიკაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი