რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს – შსს

რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს. დაკავებულთა შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი