ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაშავებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და მას ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი