რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნაზე კარასინთან საუბარი არ ყოფილა – ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ინოფრმავიას, რომელის თანახმად, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. 

მისი თქმით, საუბრის დროს კარასინმა ახსენა, რომ თბილისში მოქმედ სავიზო ცენტრში, რომელიც კომერციული სტრუქტურაა, მოსკოვი რუსული ენის სწავლების კურსის გახსნას გეგმავს, ასევე კომერციულ საწყისებზე.

“მე მას ვუპასუხე, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ გავერკვეოდი ამ საკითხში. ეს არის და ეს. რაიმე ცენტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა”, – უთხრა ზურაბ აბაშიძემ “რადიო თავისუფლებას”.

პრაღაში გამართული კარასინ-აბაშიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო “რია ნოვოსტისთან” საუბარში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი