რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 14 პაციენტი რჩება, მათ შორის 4 კოვიდინფიცირებულია, ათი პაციენტი კი, ცხელებითა და სხვა სიმპტომებით მკურნალობს.
მედპერსონალის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, გუშინ კორონავირუსზე სამ პაციენტს და ექვს მედპერსონალს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. ყველას პასუხი უარყოფითია.