რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განაცხადა, დღეს ერთ-ერთ ინფიცირებულს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.
„გუშინ პაციენტის პასუხი იყო უარყოფითი და იმ შემთხვევაში, თუ დღესაც პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებული იქნება. ამ დროისთვის, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ირაკლი გვაზავამ.