რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი მკურნალობს

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 6 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია.

რუხის საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გვაზავას თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, რუხის საავადმყოფოში სულ 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო. მათგან შვიდი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი