„რუხის სავაჭრო ცენტრში“ კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება

სამეგრელო  ზემო–სვანეთში სახელმწიფო –  რწმუნბული გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით    და   ორგანიზებით    30  დეკემბერს,  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხის, ახლადაშენებულ  სავაჭრო ცენტრში,  კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება.

სამეგრელო  ზემო–სვანეთში სახელმწიფო –  რწმუნბული გუბერნატორის ადმინისტრაციში “newsportal.ge”-ს განუცხადეს, გამოფენის ,,შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე“  – მიზანია  საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების  ჭრის შეჩერება.  გამოფენაში მონაწილეებს, კრეატიული ნაძვის ხის შეასქმნელად შეუძლიათ გამოიყენონ ყველაფერი ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.

მათივე ცნობით, გამოფენაში მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კრეატიული ნაძვის ხის კონკურშში ცნობილი ბრენდები და კერძო კომპანიები ერთვებიან.

ყველაზე კრეატიული ნაძვის ხის ავტორს დამთვალიერებელი, ფარული კენჭისყრით გამოავლენს. გამარჯვებულს კი სპეციალურ პრიზს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გადასცემს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე szs.gov.ge@gmail.com ან ფესიბუქის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/ , ან დარეკონ ნომერზე 591 41 77 25.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი