ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერი – სააკაშვილი კობახიძეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“10 ლარად ნახევარ კილოზე გამახსენდა ნანული შევარდნაძე როგორ ამბობდა, კარგ დიასახლისს 7 ლარად შეუძლია ოჯახის რჩენაო.

ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ მინისტრი რომელსაც უცხოპლანეტელის გამოხედვა და შეხედულება აქვს, პატრონის დავალებით ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას.

ჩვენ ისინი მუდმივად უნდა ვამხილოთ ფასების თემაზე, სოფლის მეურნეობის განადგურებაზე, საბანკო ყაჩაღობაზე, იმაზე რაც ყველას გვაერთიანებს.

მოვუწოდებ ყველას შემოგვიერთდეს ამ კამპანიაში, რომელიც არა მხოლოდ გააშიშვლებს ამათ, როგორც ეს 10 ლარიან ხორცზე მოხდა, არამედ მოუხსნის ხალხს სპეციალურად დანერგილ შიშს”, – წერს ის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი