საჩინოს და მედანის მოსახლეობამ წალენჯიხის ცენტრში აქცია გამართა

საპროტესტო აქცია გაიმართა წალენჯიხის ცენტრში. სოფლების საჩინოსა და მედანის მოსხლეობამ ცენტრთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია მოითხოვა. მედანის შემთხვევაში ადგილობრივებს წყლის პრობლემაც აწუხებთ.

“ერთ კვირიან ვადას ვაძლევთ გამგეობას, რომ გვითხრას, კონკრეტულად როდის რა იქნება, თუ არა და, დავიწყებთ აქციებს, გადავკეტავთ გზებს, ჩავშლით სოფელში სასწავლო პროცესს და არც არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომელთაც გამგებელი შეხვდა.

ბესიკ ფარცვანია აცხადებს, რომ საჩინოს გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდში განხილვის პროცესშია და ამ პროცესს დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება, მედანის წყლის პრობლემას კი ერთ კვირაში შეისწავლის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი