ქალაქ ზუგდიდში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ზუგდიდში არსებული ყველა ქუჩა და ჩიხი განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამჯერად, დაწყებულია 99  ქუჩის გარე განათების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 111 674 ლარია. სამუშაოებზე 34 მოქალაქე დასაქმდა. სამუშოები 3 თვეში დასრულდება.

გუბერნიის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე  ქუჩისა და ჩიხების გარე განათების სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. რის შემდეგაც ქალაქში არსებულ 425-ვე ქუჩა განათებულლი იქნება.

2014-2016 წლებში ქალაქ ზუგდიდში განათდა 120 ქუჩა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი