სადროშოები არ შეიქმნება

მთავრობა არ აპირებს განიხილოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივა, რომელიც ერთიან ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო და საქალაქო დასახლებათა ქსელისთვის “მუნიციპალიტეტის” ნაცვლად ტერმინ “სადროშოს” გამოყენებას გულისხმობს.

როგორც “Newsportal.ge”-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ეს არის ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ინიციატივა და სამინისტროში “სადროშოების” შექმნის საკითხი არც განიხილება და არც ახლა მომავალში იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია რეგიონებში გასულ კვირას მაჟორიტარ-დეპუტატებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო. დოკუმენტი გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი