„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ზუგდიდის საკრებულოს მუშაობას სუსტად აფასებს და საკრებულოს საქმიანობის 2 წლიან ანგარიშს აქვეყნებს.
მუნიციპალიტეტის მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობა, დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით რიგგარეშე სხდომების გაცდენა, ცალკეულ შემთხვევებში დეპუტატების მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასწორი შევსება, საკრებულოს წევრებსა და უშუალოს თავმჯდომარის მიერ საწვავის არამიზნობრივი გახარჯვა, სახელფასო დანამატები და ფულადი ჯილდოები ეს ის ძირითადი მიგნებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გამჭვირვალობის ანგარიშში მოხვდა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი სხდომა, არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, გელა თოლორაიამ გააცდინა, კომისიის ყველაზე მეტი სხდომა, არასაპატიო მიზეზით ამავე ფრაქციის წევრმა წევრმა ირაკლი ღურწკაიამ გააცდინა.
ამავე პერიოდიში ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა საწვავი ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.
ორგანიზაციის ზუგდიდის კოორდინატორს არჩილ თოდუას ინფორმაციით, ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლების პარალელურად, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები.
„საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, უფრო ქმედითად უნდა ზედამხედველობდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს; აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები; ზუგდიდის საკრებულომ უნდა დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, რადგან ეს ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას, ინტერესთა ჯგუფების მობილიზებას, სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადებას, სათათბირო ორგანოს გამჭვირვალობას“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.
თავის მხრივ ზუგდიდს საკრებულოს გამჭვირვალობის ანგარიშს აფასებებს. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია მსგავს ანგარიშებს მიესალმება, რატა საკრებულომ მომავალში უკეთ შეძლოს საქმიანობის გაუმჯობესება, თუმცა მამუკა წოწერიას განცხადებით, ისინი ნაწილობრივ ეთანხმებიან აღნიშნულ ანგარიშში აღწერილ მიგნებებს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ საკრებულო თავის საქმიანობას ობიექტურად და კარგად ახროციელებს.
„გავეცანი ანგარიშს და რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დავინახოთ ობიეტქური ტენდენციები და გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ მიგნებებს, რომელიც არის ხარვეზის დამდგენი და სარეკომენდაციო ხასიათის, ვერ დავეთანხმებით, რომ სუსტად ასრულებს საზედამხედველო და მაკონტროლებელ ფუნქციებს. ჩვენი პოზიცია პრეზენტაციაზეც დავაფიქსირეთ. ვფიქრობ, რომ საკრებულო საკმაოდ ობიექტურად და კარგად ახორციელებს თავის სზედამხედველო ფუნქციებს და მოვალეობებს“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
რაც შეეხება რიგგარეშე სხდომების გაცდენებს, მამუკა წოწერია მიუთითებს, რომ სხდომებზე აქტიურ დასწრებასა და ინიციატივებზე ლიდერობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ხოლო ანგარიშში რაც აისახა, ეხება ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებზე, სადაც მისივე თქმით, ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ასე უპასუხა:
„მე შემიძლია ვთქვა, რომ კანონით დადგენილ ნორმებში იხარჯება საწვავი. ყოველთვიურად 700 ლიტრი ბენზინი. რომელიც ბოლომდე არ იხარჯება და თუ რამე იხარჯება ეს არის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ფუნქციების შესრულებაზე, რომელიც მეკისრება მე და არამარტო მე არამედ სხვა წევრებს, ამიტომ ყველა ხარჯი მიმართულია საკრებულოს ეფექტური მუშაობითვის და მისი მოვალეობების უკეთ შესრულებისთვის, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ.
საერთაშიორი გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საკრებულოს აქტიურ საქმიანობისკენ და მათ წევრებზე რეკომენდაციებს გასცემს, რომელიც ეხება საკრებულოს სხდომებს, მის ანგარიშვალდებულებასა და ყველა შემავალი ფრაქციის საქმიანობას.