საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ – პრემიერი

2019 წელს საგადასახადო კოდებში შევიტანეთ ცვლილება, შესაძლებლობა, მექანიზმი, რომელიც გვაძლევს დღეს შესაძლებლობას კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT მიმართულების კომპანიებისთვის შეიქმნება მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო სტატუსი მიიღონ.

„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი დარგის მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე, IT კომპანიები. ტრანსპორტი და ლოჯისტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი