დიდთოვლობასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელაც გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. საგანგებო შტაბის სხდომას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საპატრულო პოლიციის რეგიონალური ხელმძღვანელობი ესწრებოდნენ. მათ გუბერნატორს რეგიონში არსებული ვითარება გააცნეს.
ამჟამად ცენტრალური გზები გაწმენდილია, მოძრაობა შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა, პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც მოძრაობა ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება.
„ყველა ვმუშაობთ 24 საათიან რეჯიმში, ყოველი საათის ბოლოს განახლებული ინფორმაციები უნდა გვქონდეს, სად რა პრობლემაა და რა საჭიროეებბი დგას. ამ დრომდე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან სახლების დაზიანების შესახებ, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რა ხდება თითოეული სოფლის თითოეულ უბანში. ელექტრო ენერგია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს მიეწოდება, შეზღუდვები გვაქვს წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, პრობლემების აღმოსაფხვრელად“ – განაცხადა ლევან შონიამ.
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში და მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზები ნომრებზე: 591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი).