დიდთოვლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში

დიდთოვლობაა სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. დიდთოვლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს.

ბოლო მონაცემებით რეგიონში არსებული სიტუაცია შემდეგნაირია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროსოითვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება გრიგოლიშის, ნაწულუკუს, რიყეს, რუხის, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

აბასთუმნის, ახალსოფლის, გრიგოლიშის, ზედაეწერის, ინგირის, ნარაზენის, ნაცატუს, ოდიშის, ყულიშკარის, რიყეს, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის, ხეცერას, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეფერხებულია გადაადგილება. მობილიზებულია ტექნიკა მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 50-დან 70 სანტიმეტრამდეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე. ელექტროენერგია 13 ადმინისტრაციული ერთეულიდან არ მიეწოდება სოფელ ნაკიანს, თაიას, ჭოღას, ნაფიჩხოვოს. ენერგო–პრო ჯორჯიას ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება უახლოეს საათებში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ინტენსიურად თოვს, იწმინდება გზები, შუქი არ მიეწოდება ნაკიფუ, მიქავა, საჩინო და ქალაქ წალენჯიხის ნაწილს. ტექნიკა მუშაობს, იწმინდება გზები.

ქალაქ ზუგდიდში დილიდან გადაუღებლად თოვდა, ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ხე-მცენარეები იწმინდება თოვლისგან,  სპეც. ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან გაიწმინდა ყინულის სახლი, ქალაქის ცენტრალური  გზები. გაწმენდიალია ყველა სკოლასთან მისასვლელი გზები. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მარტვილის, ხობის, აბაში და სენაკის მუნიციპალიტეტშიც.

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზი ნომრებზე.  591 41 77 01,  599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი).

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი