საგარეო უწყება: “ხობის მერიის თანამშრომლებს სამშობლოში ხვალ დააბრუნებენ”

ხობის მერიის თანამშრომლების ისრაელის საზღვარზე გაჩერებასთან დაკავშირებით “Newsportal.ge” საგარეო საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა.

უწყებაში, ისრაელში საქართველოს საკონსულოზე დაყრდნობით განმარტავენ, რომ აღნიშნული მოქალაქეები ისრაელის საზღვარზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით არ გადაუშვეს და მათ სამშობლოში ხვალ დააბრუნებენ.

რაც შეეხება პირობებს, სადაც საჯარო მოხელეები იმყოფებიან, უწყების ინფორმაციით, ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე საემიგრაციო დაწესებულებაში ჰყავთ გადაყვანილი, სადაც ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ ხობის მერიის 4 თანამშრომელი ისრაელის სზღვარზე არ გაუშვეს. ერთ-ერთი თანამშრომელი “Newsportal.ge”, – სთან საუბრისას ყვება, რომ ისინი გაუსაძლის პირობებში არიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი