საჯარო მოხელეები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან.

საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ჯგუფური შეხვედრები 11 ივნისს „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება. 12 ივნისს კი მეოთხედ ფინალის შეხვედრები ჩატარდება. ნახევარფინალში გასული გუნდები ერთმენეთს 18 ივნისს შეხვდებიან, ფინალური შეხვედრა კი 19 ივნისს გაიმართბა.

ტურნირის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის –  გუბერნატორის ადმინისტრაციაა.  საფეხბურთო ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება.  2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი