ხეცერაში მოკლული სამი მამაკაცის ოჯახის წევრებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერას უბანში, მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოკლული გიორგი ფირჩხაძის, პაატა ჩუბინიძის და მერაბ აბესაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპორტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ახლობლებმა პროვოკაცია მოაწყეს, რის შედეგადაც გარდაცვლილების ნათესავები დარბაზიდან გამოაძევეს და სხდომა დახურეს.

აქციის მონაწილეების გაღიზიანება ბრალდებულის დანახვამ გამოიწვია, რომელიც სასამართლოს შენობიდან სასჯელაღსრულების სამინისტროს მიკროავტობუსით გაიყვანეს.

აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებენ, ბრალდებულის ადვოკატს კი – უარი თქვას მის დაცვაზე.

ბრალდებულის ადვოკატთან რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ჟურნალისტებმა დაკავშირება ვერ შეძლეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი